დღეს ცნობილი გახდა, რომ დიზაინის ვარსკვლავი ჯონ გალიანო სენსაციურ წინადადებას დათანხმდა და პალესტინის კულტურის მინისტრის პოსტს დაიკავებს. უახლოეს დღეებში გალიანო ღაზაში ჩაფრინდება, რათა ადგილზე გაეცნოს სიტუაციას და მოვალეობების შესრულებას შეუდგეს.
მოლაპარაკებები პალესტინის მთავრობასა და გალიანოს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც დიზაინერი პარიზში ანტისემიტური გამოთქმებისთვის დააკავეს. დაკავებას გალიანოს ქრისთიან დიორიდან გაგდება მოჰყვა და პალესტინელებმაც სიტუაციით დროულად ისარგებლეს.
როგორც პალესტინის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერი, ჯაბრაილ ალ-ჰათამი აცხადებს, გალიანოს მიმართ სიმპათიები ახალი არ არის. “ჯერ კიდევ იასირ არაფატი ატარებდა საკუთარ ნათელ თავზე გალიანოს რაფინირებულ ცხვირსახოცებს” — ამტკიცებს ალ-ჰათამი და დასძენს, რომ პარასკევის მოვლენებმა ცხადჰყო ესთეტიურთან ერთად გალიანოს იდეური სიახლოვეც, მცირე, მაგრამ ამაყ არაბულ სახელმწიფოსთან.
თავად გალიანო სიახლით აღფრთოვანებული ჩანს და ჟურნალისტებთან მრავალფეროვან გეგმებზე საუბრობს. როგორც მანდეი სთარი ჰყვება, ჯონი კულტურასთან ერთად პალესტინელი პოლიტიკოსების ჩაცმულობაზე ზრუნვასა და ქვეყანაში ელექტრომობილების შემოტანასაც აპირებს.
“ჩემი მინისტრობისას ბოლო მოეღება ერთფეროვან ტრაწისპერ ფორმებს და ტანკებს, მე ჯარში ცისარტყელის ფერებს შემოვიტან” — აცხადებს გალიანო.
სიახლით აღელვებული ჩანს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ვერაჩკა ქობალია. მან საგანგებოდ შეწყვიტა თხილამურ-ტურნე გუდაურაში, სადაც თიკო სადუნიშვილთანდა ნუკი კოშკელიშვილთან ერთად იმყოფებოდა, და თბილისი-მერიოთში პრეს-კონფერენცია გამართა. “ის, რომ გალიანო აპირებს პალესტინაში ელექტრომობილების დანერგვას, მკვეთრი სიგნალია, რათა საქართველომ ელექტრომობილების შემოტანა დააჩქაროს” — განაცხადაახალგაზრდა და მომხიბლველმა მინისტრმა. “ჩვენს პირველობას ელექტროავტომობილიზაციაში სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება რეგიონში განსაკუთრებული სტატუსის მოპოვებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის, ინფლაციის დაძლევისთვის, გამჭვირვალობისთვის და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვისთვის” — დასძინა ქობალიამ.
პრეს-კონფერენციის მიწურულს, სცენაზე მოულოდნელად ამოგორდა მოპედზე ამხედრებული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მინისტრი კალთაში ჩაისვა. სულის მოთქმის შემდეგ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ელექტროავტოპარკი რეგიონში ყველაზე თანამედროვე და “ლამაზი იქნება, ჩვენი ეკონომიკის მინისტრის მსგავსად”.
ჯონ გალიანო კი ამასობაში სანდეი ტელეგრაფთან კიდევ უფრო მკვეთრ განცხადებას აკეთებს — “ამ ბინძური კუტუწაჭრილი ებრაელების ჯინაზე პალესტინას ფეშენის მექად ვაქცევ”. მართალია პალესტინელები აღიარებენ, რომ გალიანოს მიერ დაცინული წინდაცვეთა მათაც “ეხება”, თუმცა ამბობენ, რომ დიზაინერმა განცხადება ემოციური ზეწოლის ფონზე გააკეთა. “ჯონს მხოლოდ ბინძური ისრაელიტების დაცინვა სურდა და წინდაცვეთა მექანიკურად, სიტყვის მასალად ახსენა. მექა კი მას სულ არ უხსენებია, ეს მოგონილია” — ამშვიდებს ადგილობრივ საზოგადოებას ალ-ჰათამი.
No comments:
Post a Comment