Friday, September 9, 2011

ჯონ გალიანო პალესტინის კულტურის მინისტრი ხდება


დღეს ცნობილი გახდა, რომ დიზაინის ვარსკვლავი ჯონ გალიანო სენსაციურ წინადადებას დათანხმდა და პალესტინის კულტურის მინისტრის პოსტს დაიკავებს. უახლოეს დღეებში გალიანო ღაზაში ჩაფრინდება, რათა ადგილზე გაეცნოს სიტუაციას და მოვალეობების შესრულებას შეუდგეს.
მოლაპარაკებები პალესტინის მთავრობასა და გალიანოს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც დიზაინერი პარიზში ანტისემიტური გამოთქმებისთვის დააკავეს. დაკავებას გალიანოს ქრისთიან დიორიდან გაგდება მოჰყვა და პალესტინელებმაც სიტუაციით დროულად ისარგებლეს.
როგორც პალესტინის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერი, ჯაბრაილ ალ-ჰათამი აცხადებს, გალიანოს მიმართ სიმპათიები ახალი არ არის. “ჯერ კიდევ იასირ არაფატი ატარებდა საკუთარ ნათელ თავზე გალიანოს რაფინირებულ ცხვირსახოცებს” — ამტკიცებს ალ-ჰათამი და დასძენს, რომ პარასკევის მოვლენებმა ცხადჰყო ესთეტიურთან ერთად გალიანოს იდეური სიახლოვეც, მცირე, მაგრამ ამაყ არაბულ სახელმწიფოსთან.
თავად გალიანო სიახლით აღფრთოვანებული ჩანს და ჟურნალისტებთან მრავალფეროვან გეგმებზე საუბრობს. როგორც მანდეი სთარი ჰყვება, ჯონი კულტურასთან ერთად პალესტინელი პოლიტიკოსების ჩაცმულობაზე ზრუნვასა და ქვეყანაში ელექტრომობილების შემოტანასაც აპირებს.

“ჩემი მინისტრობისას ბოლო მოეღება ერთფეროვან ტრაწისპერ ფორმებს და ტანკებს, მე ჯარში ცისარტყელის ფერებს შემოვიტან” — აცხადებს გალიანო.

სიახლით აღელვებული ჩანს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ვერაჩკა ქობალია. მან საგანგებოდ შეწყვიტა თხილამურ-ტურნე გუდაურაში, სადაც თიკო სადუნიშვილთანდა ნუკი კოშკელიშვილთან ერთად იმყოფებოდა, და თბილისი-მერიოთში პრეს-კონფერენცია გამართა. “ის, რომ გალიანო აპირებს პალესტინაში ელექტრომობილების დანერგვას, მკვეთრი სიგნალია, რათა საქართველომ ელექტრომობილების შემოტანა დააჩქაროს” — განაცხადაახალგაზრდა და მომხიბლველმა მინისტრმა. “ჩვენს პირველობას ელექტროავტომობილიზაციაში სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება რეგიონში განსაკუთრებული სტატუსის მოპოვებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის, ინფლაციის დაძლევისთვის, გამჭვირვალობისთვის და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვისთვის” — დასძინა ქობალიამ.
პრეს-კონფერენციის მიწურულს, სცენაზე მოულოდნელად ამოგორდა მოპედზე ამხედრებული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მინისტრი კალთაში ჩაისვა. სულის მოთქმის შემდეგ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ელექტროავტოპარკი რეგიონში ყველაზე თანამედროვე და “ლამაზი იქნება, ჩვენი ეკონომიკის მინისტრის მსგავსად”.
ჯონ გალიანო კი ამასობაში სანდეი ტელეგრაფთან კიდევ უფრო მკვეთრ განცხადებას აკეთებს — “ამ ბინძური კუტუწაჭრილი ებრაელების ჯინაზე პალესტინას ფეშენის მექად ვაქცევ”. მართალია პალესტინელები აღიარებენ, რომ გალიანოს მიერ დაცინული წინდაცვეთა მათაც “ეხება”, თუმცა ამბობენ, რომ დიზაინერმა განცხადება ემოციური ზეწოლის ფონზე გააკეთა. “ჯონს მხოლოდ ბინძური ისრაელიტების დაცინვა სურდა და წინდაცვეთა მექანიკურად, სიტყვის მასალად ახსენა. მექა კი მას სულ არ უხსენებია, ეს მოგონილია” — ამშვიდებს ადგილობრივ საზოგადოებას ალ-ჰათამი.

Thursday, September 8, 2011

რამდენიმე დღეში შეიცვლება მისამართი :)

რამდენიმე დღეში შეიცვლება მისამართი :) (?)

ანდაც გადავიფიქრე :)

სათაფლიაში ახალი მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება


სათაფლია, 5 ოქტომბერი – საქართველოს პრეზიდენტისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით სათაფლიაში ახალი მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალი ყოველწლიური იქნება და მასში მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
დინოზავრების ნაკვალევთან მოეწყობა გრანდიოზული სცენა და დამონტაჟდება საუკეთესო აუდიო სისტემა.
ფესტივალის კურატორის თქმით, გაგრძელდება საქართველოში დამკვიდრებული ტენდენცია და ფესტივალზე მხოლოდ ძველი ეპოქის საუკეთესო მუსიკოსები ჩამოვლენ.
ნი2-ის ინფორმაციით ქართველ მსმენელს შეეძლება მოუსმინოს ისეთ მომღერლებს როგორებიც არიან: ქულიო, Run DMC, კრის დე ბურგი, ბიტლზი, ჯიმი ჰენდრიქსი (რომლის ექსჰუმაციაზე ნებართვა უკვე მიღებულია), ლუი არმსტრონგი და დიუკ ელინგტონი. ფესტივალის კულმინაცია იქნება ბრიტანეთის მუზეუმის მუმიათა ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლი, რომლის დირიჟორი და პროდიუსერი ბრენდონ ფრეიზერი გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ხშირად იმართება ფესტივალი “ჩემი ოცნება და გემოვნება” და მასში უამრავი კარგი მომღერალი და ნაშა იღებს მონაწილეობას.
ახალი ფესტივალის ფარგლებში უკვე დაგეგმილია ტომი იორკის და ჯგუფი რადიოჰედის, Muse-ის, U2-ს და ა.შ. ჩამოყვანა. ამ ჯგუფების პროდიუსერების თქმით, ჯგუფები 2379 წლის ფესტივალზე ჩამოვლენ თაფლის კონტეინერებით.
ნი2-ის ეგზომ მუსიკალურად დახვეწილი, გმოვნებიანი, წარსულების სადღეგრძელოს მოყვარული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და სხვა ასეთი გენიალური ეპითეტის ღირსი ჯგუფი გილოცავთ ახალი ფესტივალის დაარსებას და შეგახსენებთ, რომ ამ ფესტივალზე გაჩერება არ შეიძლება და სასურველი იქნება მალევე მოვაყოლოთ “ასლან ბაბუს საბავშვო ოპერის კონცერტიც.”