სათაფლია, 5 ოქტომბერი – საქართველოს პრეზიდენტისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით სათაფლიაში ახალი მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალი ყოველწლიური იქნება და მასში მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
დინოზავრების ნაკვალევთან მოეწყობა გრანდიოზული სცენა და დამონტაჟდება საუკეთესო აუდიო სისტემა.
ფესტივალის კურატორის თქმით, გაგრძელდება საქართველოში დამკვიდრებული ტენდენცია და ფესტივალზე მხოლოდ ძველი ეპოქის საუკეთესო მუსიკოსები ჩამოვლენ.
ნი2-ის ინფორმაციით ქართველ მსმენელს შეეძლება მოუსმინოს ისეთ მომღერლებს როგორებიც არიან: ქულიო, Run DMC, კრის დე ბურგი, ბიტლზი, ჯიმი ჰენდრიქსი (რომლის ექსჰუმაციაზე ნებართვა უკვე მიღებულია), ლუი არმსტრონგი და დიუკ ელინგტონი. ფესტივალის კულმინაცია იქნება ბრიტანეთის მუზეუმის მუმიათა ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლი, რომლის დირიჟორი და პროდიუსერი ბრენდონ ფრეიზერი გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ხშირად იმართება ფესტივალი “ჩემი ოცნება და გემოვნება” და მასში უამრავი კარგი მომღერალი და ნაშა იღებს მონაწილეობას.
ახალი ფესტივალის ფარგლებში უკვე დაგეგმილია ტომი იორკის და ჯგუფი რადიოჰედის, Muse-ის, U2-ს და ა.შ. ჩამოყვანა. ამ ჯგუფების პროდიუსერების თქმით, ჯგუფები 2379 წლის ფესტივალზე ჩამოვლენ თაფლის კონტეინერებით.
ნი2-ის ეგზომ მუსიკალურად დახვეწილი, გმოვნებიანი, წარსულების სადღეგრძელოს მოყვარული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და სხვა ასეთი გენიალური ეპითეტის ღირსი ჯგუფი გილოცავთ ახალი ფესტივალის დაარსებას და შეგახსენებთ, რომ ამ ფესტივალზე გაჩერება არ შეიძლება და სასურველი იქნება მალევე მოვაყოლოთ “ასლან ბაბუს საბავშვო ოპერის კონცერტიც.”
No comments:
Post a Comment